თავისუფალი კოლხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავისუფალი კოლხური (აგრეთვე ლაზური) — ქართული ცურვის სტილი.

1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად, სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ განსაკუთრებული ყაიდით ცურვას.

მოცურავ ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ცურვის ქართული ყაიდები: ლაზური (თავისუფალი კოლხური) და იბერიული — სპორტული ყაიდები, ხელფეხშეკრული კოლხური (სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა), აფხაზურა, ოკრიბულა, თახვია, ქიზიყური და ხაშურული (სავარჯიშო-საწრთვნელი ყაიდები) მსოფლიოში ცურვის განსაკუთრებული სახეებია. ტრადიციული ცურვისგან განსხვავებით ქართული ცურვის საერთო მახასიათებელია ცურვისა და სუნთქვის ტექნიკა, ცურვის დროს ხელების უმოძრაო მდგომარეობა და თავისებური ჰიდროდინამიკური წინააღმდეგობის წარმოშობა. ამ საერთო მახასიათებლების გამო ცურვის ეს რვა სახეობა, ანუ ცურვის კოლხურ–იბერიული ჯგუფი, "ქართულის" საერთო სახელწოდების ქვეშ ერთიანდება.

დრო და დრო ტარდება შეჯიბრები ცურვის ამ სახეობაში. [1][2]

ვიდეოკადრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-08-05. ციტირების თარიღი: 2007-12-12.
  2. [1][მკვდარი ბმული]