თავისუფალი თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„თავისუფალი თეატრი“ — ქართული თეატრი თბილისში, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. (რუსთაველის პრ. 2/4). შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე). თეატრი კერძოა და ეკუთვნის რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს. თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 60-მდე მსახიობს.

თეატრი დაარსდა 2001 წლის 31 მარტს.[1]

2018 წელს „თავისუფალმა თეატრმა“ ახალი სეზონი გახსნა იმავე ადგილას აშენებულ ახალ შენობაში. სადაც ორი დარბაზია. „წითელი დარბაზი“ (185 ადგილი) და „ლურჯი დარბაზი“ (75 ადგილი)

მსახიობები და რეპერტუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თავისუფალი თეატრის“ მსახიობები არიან: სლავა ნათენაძე, აპოლონ კუბლაშვილი, გოგა ბარბაქაძე, თიკო კორძაძე, ჯაბა კილაძე, მაია დობორჯგინიძე, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, მიხეილ არჯევანიძე, კახა მიქიაშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ლაშა გურგენიძე, გიორგი ჯიქია, შაკო მირიანაშვილი, მარიამ ნადირაძე, სალომე ჭულუხაძე და სხვები. თეატრის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი იყო ნიკო გომელაური.

ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართული თეატრის ისეთი მსახიობები, როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.

ავთო ვარსიმაშვილის გარდა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლების რეჟისორები არიან: დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი შალუტაშვილი, გოგი მარგველაშვილი, მაია დობორჯგინიძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, რობერტ სტურუა, ვანო ხუციშვილი, საბა ასლამაზიშვილი და სხვ.

„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლები გადის ორშაბათის გარდა ყოველდღე.

დღევანდელი რეპერტუარი: „გუშინდელნი დღეს“, „კომედიანტები“, „ჯინსების თაობა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, „2030“, „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“, „სხვების ცხოვრება“, „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, „მოჩვენებანი“, „ოტელო“ და სხვ.

„თავისუფალი თეატრის“ ბაზაზე არსებობს კინოსტუდია „vars-studio“, რომელმაც გადაიღო მხატვრული ფილმები: „იდიოტოკრატია“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ბამბაზიის სამოთხე“, „მიდი ძმაო, მიდი“, „ისპაჰან-ბათუმი“, „სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“.

„თავისუფალი თეატრის“ საგასტროლოდ იყო ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ესტონეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი, ინდოეთი, უნგრეთი.

„თავისუფალ თეატრზე“ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მაინც ვითამაშებთ“ (რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]