თავზეხელაღებული (კომიქსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავზეხელაღებული
Daredevil.jpg
თავზეხელაღებული. ჯონ რომიტა უმცროსის ნამუშევარი. 1994 წ.
ისტორია
გამომცემელი Marvel Comics
დებიუტი Daredevil #1 (აპრილი 1964)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ბილ ევერნეტი
დახასიათება
ალტერ ეგო მეთიუ მაიკლ "მეთ" მერდოკი
მოკავშირეები ელექტრა
შავი ქვრივი
შესაძლებლობები *სუპერადამიანური მგრძნობელობა
  • ძლიერი ატლეტი;
  • გამოცდილი დეტექტივი;
  • ძლიერი აკრობატი,ექსპერტი საბრძოლო ხელოვნებასა და გიმნასტიკაში;

თავზეხელაღებული (ინგლ. Daredevil) — მარველის კომიქსების გამოგონილი პერონაჟი. მისი შემქმნელები სცენარისტი სტენ ლი და მხატვარი ბილ ევერეტი არიან. მის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჯეკ კირბის [1]. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში თავზეხეაღებული #1

ნიუ-იორკში - ჯოჯოხეთის სამზარეულოში მცხოვრები მეთ მერდოკი, დაბრმავებულია მანქანიდან გადმოვადნილი, რადიოაქტიური სუბსტანციისგან. მას აღარ შეუძლია ხედვა, მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერების გავლენა, მის დარჩენილ გრძნობებს აძლიერებს ზეადამიანურ დონემდე.მამამისი ჯეკ მერდოკი, ახალგაზრდობაში მას ეხმარება. მაგრამ მას მოგვიანებით მოკლავენ განგსტერები, რომლებსაც ჯეკმა უარი უთხრა თამაშის ჩაწყობაზე. თავისი წითელ და ყვითელი, მოგვიანებით კი მთლიანად შავი და წითელი ფერის კოსტუმის ჩაცმის ჩემდეგ, თავზეხეაღებული ცდილობს შური იძიოს მამამისის მკვლელებზე, თავის მეტოქეებთან, მათ შორის დაღიანსა და კინგპინთან, ბრძოლაში. თავზეხელაღებულის მეტსახელია „ადამიანი შიშის გარეშე“ [2]

თავზეხელაღებულზე ისეთი ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ როგორებიცაა ევერეტი, კირბი, უოლი ვუდი, ჯონ რომიტა უფროსი და ჯენე კოლანი. მაგრამ პერსონაჟმა ყველაზე დიდი პოპულარობა და მნიშვნელოვანი ადგილი მარველის კომიქსების სამყაროში, დაიკავა 1980-იან წლებში, მასზე შექმნილი ფრენკ მილერის ისტორიებით. მას შემდეგ პერსონაჟი გამოჩნდა სხვადასხვა მედიაში, ანიმაციის, სათამაშო ფიგურების, ვიდეო თამაშების და ა.შ. სახით. 2003 წ. სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში თავზეხელაღებული მისი როლი ბენ აფლეკმა შეასრულა. ჩარლი კოქსი შეასრულებს მეთ მერდოკის როლს, მარველის მომავალ სერიალში თავზეხელაღებული.

მეტოქეები[რედაქტირება]

ადრეულ წლებში თავზეხელაღებული ებრძოდა უამრავ კოსტუმიან სუპერბოროტმოქმედს. პირველი მათგანი იყო ელექტრო, თავზეხელაღებული #2-ში. ის ცნობილი იყო როგორც ადამიანი ობობას მტრერი. წლების განმავლობაში სერიაში შეიქმნა უამრავი რეგულარული ბროტმოქმედი: ბუ, ალისფერი-კაცი, ბატონი შიში [3], გლადიატორი, ჯესტერი, სიკვდილის-მწვრთნელი და სხვები. ასევე ცნობილია კობრას და მისტერ ჰაიდის წყვილი. თავზეხელაღებულის ფსიქოპატი მოწინააღმდეგე დაღიანი, პირველად სერიის #131-ე ნომერში გამონდა, მარვ ვულფმანის ავტორობით და ხშირად ასრულებდა მთავარი ანტაგონისტის როლს სერიაში, მომდევნო ექვსი წლის მანძილზე.

ფრენკ მილერი თავისი ავტორობისას, სერიაში იშვიათად იყენებდა თავზეხელაღებულის ტრადიციულ მეტოქეებს. ამის ნაცვლად მან კინგფინი აქაცია თავზეხელაღებულის მთავარ მეტოქედ, რომელმაც იცოდა მისი ვინაობა. ასევე ფრენკ მილერმა შექმნა ელექტრა, რომელიც თავიდან დაქირავებული მკვლელი, შემდგომში კი მეთ მერდოკის შეყვარებული აღმოჩნდა. ამ პერსონაჟს ერთერთი მთავარი ადგილი უკავია თავზეხელაღებულის მითოლოგიაში. დამსჯელი ფრენკ კესტლი სერიაში ჩნდება როგორც თავზეხელაღებულის მეტოქე, ასევე დროდადრო მისი მოკავშირეც. თავზეხელაღებულის 254-ე ნომერში, ენ ნოცენტიმ შექმნა პერსონაჟი სისხლიანი მერი, რომელიც კინგფინის დაქირავებული მკვლელი იყო, პიროვნების გაორებით, რამაც ის თავზეხელაღებულის მეტოქედ აქცია.

სქოლიო[რედაქტირება]