თაგილონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თაგილონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°32′45″ ჩ. გ. 41°46′59″ ა. გ. / 42.54583° ჩ. გ. 41.78306° ა. გ. / 42.54583; 41.78306
თაგილონი — საქართველო
თაგილონი
თაგილონი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
თაგილონი

თაგილონისოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1]თემის ცენტრი (თაგილონი, სალხინო). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 60 მ. გალიდან 16 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება თაგილონი მომდინარეობს მეგრულიდან. გადმოცემით, ერთხელ ამ სოფელში მომხდარა უბედურება: სახლისკენ მიმავალ კაცს გზად ხიდი ჩატყდომია და მდინარეს გაუტაცია. ადგილობრივ მცხოვრებლებს უთქვამთ: თაქ გინოლ (მეგრული) „აქ ჩავარდნილაო“. დროთა განმავლობაში ნათქვამმა თაქ გინოლ მიიღო ფორმა თაგილონი და დაერქვა სოფელს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[2] 1 291

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]