თაგვიკუდა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| თაგვიკუდა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Myosurus | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
თაგვიკუდა (Myosurus) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ვიწროხაზური ფოთლები და წვრილი, ორსქესიანი მარტოული ყვავილები. გვიგვინის ფურცლები გადაქცეულია სანექტრეებად. ნაყოფი მრავალკაკლუჭაა; განლაგებულია წაგრძელებულ ყვავილსაჯდომზე. გვარი მოიცავს 6 (სხვა მონაცემებით 15 სახეობას), რომლებიც გავრცელებულია ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — Myosurus minimus; იზრდება ნესტიან მდელოებზე და მდინარეებსი ნაპირებზე, სარევლად — ნათესებსა და გზისპირებზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 558, თბ., 1979 წელი.