თაბორი (მთა)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაბორი
Mount Tabor4.jpg
მთა თაბორი
სიმაღლე

588 მ

მდებარეობა

ისრაელის დროშა ისრაელი

თაბორი (ებრ. הר תבור, თავორო) — 588 მ სიმაღლის ცალკე მდგომი მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეიაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში.

ქრისტიანობაში ტრადიცილიულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად. მთის თავზე არსებობს ორი მონასტერი, მართლმადიდებლური და კათოლიკური.[1]

მთის ჩრდილოეთი-აღმოსავლეთ ნაწილსი არსებობს ფერისცვალების მოქმედი ბერძნული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი. მონასტრის დაფუძნების ისტორია დაკავშირებულია მოლდოველი არქიმანდრიტის, ირინაჰის სახელთან. მთაზე დასახლების შემდეგ (სავარაუდოდ, 1854 წელი) მან აღმოაჩინა ბიზანტიური ბაზილიკის ნანგრევები, რომლის აგება უკავშირდება მოციქულთასწორი ელენეს სახელს.). ირინაჰმა დაიწყო მისი აღდგენა, მაგრამ ეს საქმე ვერ დაასრულა, რადგანაც გარდაიცვალა შობა დღეს, 93 წლის ასაკში და დაიკრძალა მონასტერშივე.

ტაძარი აშენდა და იკურთხა 1862 წლის 6 აგვისტოს. ტაძარს გააჩნია სამი ტრაპეზი - ცენტრალური - ფერისცვალებისა, სამხრეთი - წინასწარმეტყველთ მოსესა და ელიასი, ხოლო ჩრდილოეთი წმინდა გიორგისა და დიმიტრი სოლუნელის. სამრეკლო აშენდა 1911 წელს. ტაძრის მშენებლობა ხორციელდებოდა რუსეთიდან გამოგზავნილ ფულზეც. მონასტერში ინახება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი დაუჯდომელი ხატი. მოსესა და ელიას ტრაპეზის აფსიდში შენარჩუნებულია უძველესი ტაძრისა და ბიზანტიური მოზაიკის ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არსებობს ასევე მელქისედექის მღვიმეური სამლოცველო.[2]

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] სქოლიო

  1. прот. П. Солярский, «Опыт библейского словаря собственных имён» (т. IV, СПб., 1884); С. Терновский, «Очерки из церковно-исторической географии» (Казань, 1899).
  2. Платонов П. Святая гора Фавор — место славного Преображения Господня
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე