თაბასარანელები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თაბასარანელები (საკუთარი სახელწოდება: табасаран) — დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი. 2002 წლის აღწერის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 131 785 თაბასარანელი ცხოვრობს[1]. ლაპარაკობენ თაბასარანულ, აგრეთვე ლეზგიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. არიან მუსლიმანი სუნიტები. კულტურითა და ყოფით ახლოს დგანან ლეზგებთან. თაბასარანელების უმრავლესობა დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში (მიწართმოქმედება, მესაქონლეობა). განვითარებულია ხელოსნობა, განსაკუთრებით მეხალიჩეობა.
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 556, თბ., 1979 წელი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (რუსული) Tabaristan.ru
- (რუსული) www.narodru.ru: Табасараны