ზღვის ხვლიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის ხვლიკი
Marineiguana03.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
ოჯახი: იგუანასებრნი
ლათინური სახელი
Amblyrhynchus cristatus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 566844
NCBI 51208

ზღვის ხვლიკი (ლათ. Amblyrhynchus cristatus) — ქვეწარმავალი იგუანასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 140 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული კუდი და თითებს შორის საცურაო აპკი აქვს. ზურგსა და კუდზე წვეტიანი და წაგრძელებული ქერცლის ტროპი გასდევს. ზღვის ხვლიკი გალაპაგოსის კუნძულების ენდემია. ბინადრობს ზღვის მოქცევის ზოლში. დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებს, კარგად დაცურავს. იკვებება წყალმცენარეებით. ერთადერთი თანამედროვე ხვლიკია, რომელიც საკვებს ზღვაში მოიპოვებს. ახასიათებს პოლიგამია — გამრავლების პერიოდში ზღვის ხვლიკები ქმნიან ჯგუფებს, რომლებიც 2-10 დედლის, ახალი თაობისა და ერთი მამლისაგან შედგება. დებს 1-3 კვერცხს.

ლიტერატურა[რედაქტირება]