ზღვის ძროხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის ძროხა

ზღვის ძროხის მულაჟი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  სირენები
სახეობა:  ზღვის ძროხა
ლათინური სახელი
Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas
დაცვის სტატუსი
გადაშენებული
გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct : 10303

ზღვის ძროხა, სტელერის ძროხა (ლათ. Hydrodamalis stelleri ან Hydrodamalis gigas) — ზღვის ძუძუმწოვარი სირენების რიგისა. სხეულის სიგრძე 8 მ აღწევდა, წონა 3,5 ტ-მდე. მასიური თითისტარისებრი სხეული ბოლოვდებოდა ჰორიზონტალური ფარფლით. წინა კიდურებად ფარფლები ჰქონდა, უკანა არ ჰქონია. შიშველი, სქელი და უხეში კანი ჰქონდა, კბილები არ გააჩნდა. სასა და ქვედა ყბის კიდეები დაფარული იყო წიბოვანი რქოვანი ფირფიტებით. ბინადრობდა კომანდორის კუნძულებთან წყალმარჩხში. იკვებებოდა წყალმცენარეებით ხორცისა და ქონის გამო უზომო რეწვის შედეგად მთლიანად განადგურდა დაახლოებით 1765 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]