ზღვის ტარაკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღვის ტარაკანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ტოლფეხიანები
გვარი:  ზღვის ტარაკანი
ლათინური სახელი
Tetranychidae

ზღვის ტარაკანი (ლათ. Mesidotea) — კიბოთა გვარი ტოლფეხიანების რიგისა. სხეულის სიგრძე 8 სანტიმეტრს აღწევს. გვარში ოთხი სახეობაა. ბინადრობს სხვადასხვა სიმლაშის წყლებში: ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, პოლარული აუზის ზღვებში. რელიქტების სახით გვხვდება ბალტიისა და კასპიის ზღვებში, ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ დიდ ტბაში, სარეწაო თევზების საკვებია, მაგრამ ხშირად აზიანებს სათევზაო ბადესაც და შიგ მოხვედრილ თევზებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]