ზღვის დრაკონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის დრაკონი
Trachinus vipera.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
სახეობა: ზღვის დრაკონი
ლათინური სახელი
Trachinus
დაცვის სტატუსი

ზღვის დრაკონი (Trachinus) — ზღვის თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი სიგრძე 40 სმ აღწევს. გვერდებიდან შებრტყელებული სხეული წაგრძელებულია, ზურგის პირველ ფარფლზე აქვთ წვეტიანი ქიცვები. თითო ქიცვი აქვთ აგრეთვე სალაყუჩე კოლოფის სახურავებზე. ქიცვების ფუძესთან შხამიანი ჯირკვლებია. ჩხვლეტა მეტად მტკივნეულია, ზოგჯერ ადამიანის მომაკვდიმებელიც. გვარში 4-5 სახეობაა. გავრცელებული არიან ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. შავ ზღვაში ერთი სახეობაა — ზღვის დრაკონი (Trachinus draco). ადგილობრივი რეწვის ობიექტია.

ლიტერატურა [რედაქტირება]