ზღვის ბალახი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზღვის ბალახი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Zostera | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ზღვის ბალახი, ზოსტერა (Zostera) — ზღვის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზოსტერასებრთა ოჯახისა. მხოხავფესურიანი მცენარეა. გაბრტყელებული ღეროები და ვიწრო ხაზური ფოთლები აქვს. 10-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპუკულ, ზომიერ, სუბარქტიკულ და სუბანტრაქტიკულ ზღვებში. ზღვისპირა ზოლის სილიან და ლამიან ფსკერზე ხშირად ქმნიან ვრცელ შალდამებს. საქართველოში 1 სახეობა იზრდება. ზღვის ბალახის (ძირითადად Zosterra marina-ს) გამხმარ ფოთლებს იყენებენ ლეიბებისა და ავეჯის დასატენად, ზოგჯერ — სასუქად და საშენი მასალის დასამზადებლადაც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 548, თბ., 1979