ზღვისენისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზღვისენისებრნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Soleidae | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
ზღვისენისებრნი (ლათ. Soleidae) — თევზების ოჯახი კამბალასნაირთა რიგისა. აქვთ მოგრძო ფოთლისმაგვარი სხეული, ირიბი, პატარა პირი. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. ოჯახში 40-მდე გვარია. შავ ზღვაში გვხვდება ჩვეულებრივი ზღვის ენა (Solea solea). მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღქევს, წონა 4 კგ. გაზაფხულსა და ზაფხულში ყრის 150 ათასამდე კვერცხს. დანარჩენი 2 სახეობა სამხრეთ ზღვისპირეთის ზღვებშია გავრცელებული. აქვთ მცირეოდენი სარეწაო მნიშვნელობა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 549, თბ., 1979 წელი.