ზურაბ კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ კანდელაკი

ზურაბ კანდელაკი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1941 (1941-02-25) (83 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1960–1965 წლები
პროფესია რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი
მეუღლე(ები) ზეინაბ გზირიშვილი (1944)
შვილ(ებ)ი კონსტანტინე (1966)
მშობლები მამა: კონსტანტინე კანდელაკი
დედა: თამარ კანდელაკი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი პრემია PRIX EUROPA, 2005 წ.

ზურაბ კონსტანტინეს ძე კანდელაკი (დ. 25 თებერვალი, 1941, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ კანდელაკი დაიბადა 1941 წლის 25 თებერვალს, თბილისში.

დედა: თამარ კანდელაკი. მამა: კონსტანტინე კანდელაკი. მეუღლე: ზეინაბ გზირიშვილი (1944). შვილი: კონსტანტინე (1966).

1958 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატულ თეატრში, დამდგმელ რეჟისორად.

1967 წლიდან მუშაობს საქართველოს რადიოში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ კი, 1973 წლიდან მთავარ რეჟისორად. პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია. რადიოში განხორციელებული აქვს ოთხასამდე რადიოსპექტაკლი. სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.

1995 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...“ განხილვა. იმავე წელს, ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში. იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია).

ზურაბ კანდელაკის პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“ . გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული „უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს“. მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში („მნათობი“, „ჩვენი მწერლობა“, „ომეგა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „ლიტერატურული პალიტრა“ და სხვა.

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.

რადიოდადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარი რადიოპიესების დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო“
  • „უფალო გამიყვანე დერეფნის ბოლოს“
  • „რეპეტიცია“
  • „კურდღლები“
  • „გამარჯობა სენიორ პირანდელო“
  • „დონ ჟუანის დევნა და აღსასრული“
  • „დაუმთავრებელი პიესა“
  • „გაუმარჯოს საპონს“
  • „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“
  • „საბრალო, საბრალო ჰამლეტი...“
  • „კალეიდოსკოპი, ანუ გამოცდის წინ“

თეატრალური დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელევიზიო სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გამარჯობა, ჩვენო მამებო“
  • „ეს არ უნდა მომხდარიყო“
  • „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
  • „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“
  • „დავიწყებული ამბავი“
  • „ენერგიული ადამიანები“

საზღვარგარეთ დადგმული პიესები და მინიჭებული პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]