ზოსიმე პალესტინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოსიმე პალესტინელი

ღირსი ზოსიმე და მარიამ მეგვიპტელი
დაიბადა 460
პალესტინა[1]
გარდაიცვალა 560
პალესტინა
ხსენების დღე 4 აპრილი
ატრიბუტები ღირსი მამა
მოღვაწეობა ბერი
ენა ძველი ბერძნული ენა

ზოსიმე პალესტინელი (ბერძ. Ζώσιμος; დ. 460, პალესტინა — გ. 560, იორდანიის მონასტერი) — მოღვაწე ქრისტიანი ასკეტი ბერი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძუნწი ცნობები შემონახულია წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აბბა ზოსიმე ადრეული ყრმობის ასაკში შესულა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობაში გაუტარებია 53 წელი, შემდეგ კი უფლის ჩაგონებით გადასულა იორდანიის მხარეში და იქ, უდაბნოში, შეხვედრია ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელსაც ბერისათვის მოუყოლია თავისი თავგადასავალი. წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში აბბა ზოსიმეს შესახებ ნათქვამია, რომ მას ჰქონდა მონასტრული ცხოვრების დიდი გამოცდილება და ამიტომაც მიმართავდნენ რჩევისათვის არა მარტო იმ სავანიდან, სადაც იგი მოღვაწეობდა, არამედ მეზობელი და შორეული მონასტრებიდანაც კი. ჩანს, რომ მას ზეპირი საუბრები უფრო ეხერხებოდა, ვიდრე წერა. წმიდა მარიამის შესახებაც მან მონასტრის ძმებს გადასცა ზეპირად და ერთ-ერთმა ძმათაგანმა - წმიდა სოფრონმა, გადაიტანა ქაღალდზე. წმინდანის საუბრების უმეტესობა ჩაწერილია გერასიმეს ლავრაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე აბბა ზოსიმეს საუბრების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ამ მცირეოდენითაც კარგად ჩანს, თუ როგორ განვლო წმიდა მამამ მრავალი წლის მანძილზე ბერული ცხოვრების გზა, როგორ გაიარა ქრისტიანული სრულყოფის ყველა ხარისხი და როგორ ავიდა სიწმიდის მწვერვალზე, რაც მიიღწევა ღვთის მადლის შეწევნით. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა. წმინდანის ხსენების დღეა 4 (17) აპრილი.

წმიდა ზოსიმეს სწავლანი ქართულად ბრწყინვალედ უთარგმნია ღირს მამა ექვთიმე მთაწმინდელს XI საუკუნეში. [2]

სავედრებელი ტროპარ-კონდაკი ღირსი ზოსიმესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტროპარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცრემლითა მდინარითა უდაბნო უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულთქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუენ, და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო ზოსიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახუარი ხელთ-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთმოქმედო მამაო ზოსიმე, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]