ზორია — მაშპროექტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზორია — მაშპროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურბინამშენებლობის ერთ-ერთ ლიდერს. აქ პროექტირდება და მზადდება საზღვაო ხომალდებისა და გემებისათვის, ელექტროენერგეტიკისათვის და გაზოსატრანსპორტო მაგისტრალებისათვის, რაც უხსნის ახალ შესაძლებლობებს.

მათი პროდუქცია მიეწოდება: რუსეთს, ბელარუსს, ინდოეთს, ჩინეთს, ვიეტნამს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას, ირანს და სხვა ქვეყნებს.

ქარხანა მდებარეობს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში.

ისტორია[რედაქტირება]

  • 1949 წელს მძიმე მანქანათმშენებლობის მინისტრის განკარგულებით ნიკოლაევში დაიწყო ორთქლის ტურბინების წარმოების ქარხნის მშენებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში.
  • 1954 წლის მაისში სამხრეთ ტურბინის ქარხანა „ზორია“ შევიდა ექსპლუატაციაში. საწარმო გადაპროფილირებული იქნა გაზოტურბინული თექნიკის წარმოებაზე.
  • 1955 წელს გამოშვებული იქნა პირველი ძრავა М1 ტორპედული კატარღისათვის.
  • 1955—1964 წლებში დამუშავებული იქნა და გამოვიდა პირველი თაობის ძრავები М2, Д2, Д3, М8. დამზადებული იქნა პირველი მსოფლიოში მთავარი გაზოტურბინული აგრეგატი МЗ რევერსული რედუქტორით (2x36000 ც.ძ.) დიდი წყალქვეშანავ საწინააღმდეგო ხომალდისათვის.
  • 1965—1969 წლებში შეიქმნა მეორე თაობის ძრავები М60, М62, М8К, М8Е მაღალი ეკონომიურობით.
  • 1970 წელს ხდება გაზო-ტურბინული ძრავების დანერგვა სახალხო მეურნეობაში: კოგენერაციული მცურავი ელ. სადგურებისათვის (северное сияние) გაზოტურბინული გენერატორები ГТГ-1 (10 მვტ) და ГТГ-12 (12 მვტ), რომლებიც მუშაობდნენ დიზელზე და ბუნერივ გაზზე; გაზოტურბინული ენერგომატარებელით «Маяк» ГТГ4000 (4 მვტ) და „ფაკელი“ ГТГ-12 (12 მვტ); სტაციონალური ელექტრისადგურები ГТГ20 (18 მგვ) და ГТГ22 (18,5 მ).