ზომბილენდი
| ზომბილენდი | |
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
გევინ პოლოუნი |
| სცენარის ავტორი: |
პოლ უერნიკი |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| კინოსტუდია: | |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: | |
| ხანგრძლივობა: |
88 წთ[1] |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: |
$23.6 მილიონი |
| შემოსავალი: |
$102,391,542 |
ზომბილენდი (ინგლ. Zombieland) - 2009 წლის საშინელებათა ჟანრის კომედია. პრემიერა გაიმართა 2009 წლის 2 ოქტომბერს ფილმის რეჟისორია რუბენ ფლეიშერი.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტი
იმის შემდეგ რაც აშშ-ში ზომბის ვირუსი გავრცელდა, გადარჩა მცირერიცხოვანი გუნდი რომელიც მოგზაურობს ქალაქიდან ქალაქში რათა ზომბებს გაექცნენ. ერთ-ერთი გადარჩენილთა შორის თინეიჯერი ბიჭია, რომელიც კოლუმბუსში მიემგზავრება სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ გადარჩეს მან შეიმუშავა წესთა სისტემა რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში იცავს. ერთხელაც გზაზე ის შეხვდება სხვა გადარჩენილ მოგზაურს, რომელსაც ზომბთა სხვადასხვა სადისტური ხერხით დახოცვა უყვარს. ის ტალაჰასში მიემართება ამიტომ ბიჭის გაყოლებასაც გადაწყვეტს. მარტოობაში ისინი ვერავის ენდობიან, ამიტომ ერთმანეთს იმ ქალაქების სახელებს ეძახიან საითაც მიემართებიან. კოლუმბუსს და ტალაჰასს ბევრი სურთულის გადალახვა მოუწევთ ერთად, მათ შორის ორი ცბიერი და (უიჩიტა და ლიტლ როკი) რომლებმაც რამდენჯერმე გააცურეს ბიჭები.
[რედაქტირება] როლებში
- ჯესი აიზენბერგი — კოლუმბუსი / Columbus
- ვუდი ჰარილსონი — ტალაჰასი / Tallahassee
- ემა სტოუნი — უიჩიტა / Wichita
- ემბიგეილ ბრესლინი — ლიტლ-როკი / Little Rock
- ემბერ ჰერდი— 406, კოლუმბუსის მეზობელი
- ბილ მიურეი — თამაშობს თავის თავს*
[რედაქტირება] კოლუმბუსის წესთა სისტემა
- 1. იყავი ფორმაში
- 3. ფრთხილად ტუალეტებში
- 4. უსაფრთხოების ქამარი
- 6. მფრინავი რკინის ტაფა
- 7. იცხოვრე მარტივად
- 8. იშოვე მაგარი წყვილი
- 12. პირსახოცი
- 15. ბოლულინგის ბურთი
- 17. არ მოინდომო იყო გმირი (ფილმის ბოლოს იცვლება <<იყავი გმირი>>)
- 21. ერიდე სტრიპტიზ-კლუბებს
- 22. თუკი ეჭვი გეპარება გვერდის ასავლელი გზა იპოვე.
- 31. შეამოწმე უკანა სავარძელი
- 33. შვეიცარიული საბრძოლო დანა
- 48. ჰიგიენა
[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები
- ფილმის ყველა პერსონაჟს ამერიკის ქალაქების საპატივსაცემულო სახელები ჰქვია: კოლუმბუსი (კოლუმბუსი), ტალაჰასი (ტალაჰასი), უიჩიტა (უიჩიტა) და ლიტლ როკი (ლიტლ-როკი).
- ბილ მიურეის და ვუდი ჰარილსონს ერთად უკვე ჰქონდათ ნათამაშები სხვა ფილმში.
- როდესაც ფილმში ტალაჰასი და ბილ მიურეი მარიხიანით დაბოლდებიან ისინი ცდილობენ დაიჭირონ წარმოსახვითი მოჩვენება და ერთმანეთს მიმართავენ სახელებით: რეი და პიტი. ასე ეწოდება ფილმის „მოჩვენებებზე მონადირეების“ მთავარ გმირებს, რომელშიც ბილ მიურეიმ პიტის როლი შეასრულა.
- ფილმის თითქმის ბოლო მომენტში უიჩიტა კოლუმბუსს თავის ნამდვილ სახელს ეუბნევა - კრისტა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Zombieland. British Board of Film Classification (2009-09-24). წაკითხვის თარიღი: 2010-03-14.