ზოლოთურნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ზოლოთურნი (გერმ. Solothurn; ფრანგ. Soleure; იტალ. Soletta) — ქალაქი შვეიცარიაში, ზოლოთურნის კანტონის დედაქალაქი. წარმოადგენს კანტონის ერთადერთ მუნიციპალიტეტს. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 16 311 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი გაშენებულია მდინარე აარეს ნაპირებზე, იურის მთების ძირში.
სექციების სია |
არქიტექტურა [რედაქტირება]
ზოლოთურნი ბაროკოს სტილში ნაგები უდიდესი ქალაქია შვეიცარიაში. ძველი ქალაქი 1530—1792 წლებშია აშენებული და არქიტექტურა აერთიანებს იტალიურ, ფრანგულ და შვეიცარიულ სტილებს.
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ნივთები პალეოლითის ხანას მიეკუთვნება. 1986 წელს, აღდგენითი სამუშაოებისას ასევე აღმოჩენილი იქნა მეზოლითის ნაშთები. მეზოლითის, ბრინჯაოსა და რკინის ხანაში მხოლოდ მცირე დასახლებები შეიმჩნევა.
დემოგრაფია [რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ტურიზმის ოფიციალური ვებ-გვერდი D/F + (ინგლისური)