ზლიტენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ზლიტენი (არაბ. زليتن) — ქალაქი ლიბიაში, მისრათის რაიონში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, სიდრის ყურის დასავლეთით. წარსულში იყო ყოფილი ზლიტენის რაიონის დედაქალაქი.
ქალაქი გაშენებულია ტრიპოლიდან 160 კმ-ით და უძველეს რომაულ ქალაქ ლეპტის-მაგნიდან 35 კმ-ით აღმოსავლეთით.
ზლიტენში ფუქნციონირებს ლიბიის ყველაზე სახელგანთქმული ისლამური უნივერსიტეტი ალ-ჯამია-ალ-ასმარია (არაბ. جامع الاسمربة).
ქალაქში მრავლადაა ძველრომაული ძეგლები, არაბული კალიგრაფიის შემცველი ქვები. განთქმულია სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული ზეთისხილით, პალმის ხეებითა და ციტრუსებით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Zliten “Cities of the Saints”
- Zliten Hotel
- Mattingly, D., R. Talbert, T. Elliott, S. Gillies. Places: 344573 (Zliten). Pleiades. წაკითხვის თარიღი: March 8, 2012.