ზინაიდა კვერენჩხილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზინაიდა კვერენჩხილაძე
დაბადების სახელი ზინაიდა კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1932
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 2011 (79 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ზინაიდა კვერენჩხილაძე (დ. 25 აგვისტო, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2 სექტემბერი, 2011) — ქართველი მსახიობი.

1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.

1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი–სტუდია „ქვემო ქართლი“ (ამჟამად „ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი“). მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს“ პუბლიკაციით.

საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976).[1] აღსანიშნავია როლები: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი“), ლელა („ბახტრიონი“), ლიზი („წვიმის გამყიდველი“), ტურა („ჭინჭრაქა“), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი“), დედა („მზიანი ღამე“), ანტიგონე („ანტიგონე“), ფედრა („ფედრა“), მედეა („მედეა“), იოკასტე („ოიდიპოს მეფე“), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა“), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება“), პონსია („ვთამაშობთ ჯინს“).

კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული.

დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერში.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1968: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
  • 1976: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]