ზინაიდა გრეჩანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზინაიდა გრეჩანი (დ. 7 თებერვალი, 1956) — მოლდაველი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 2008-2009 წლებში.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ზინაიდა გრეჩანი დაიბადა 1956 წლის 7 თებერვალს ტომსკის ოლქში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ბრიჩანის რაიონში, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და გადაასახლეს ტომსკის ოლქის ბანაკში. დაამთავრა კიშინიოვის საფინანსო-ეკონომიური კოლეჯი და კიშინოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, უფროს ინსპექტორ-რევიზორად ბრიჩანის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში. მსგავს თანამდებობებზე მუშაობდა 2000 წლამდე. 2000-2002 წწ. ზინაიდა გრეჩანი გახდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2002 წლის 26 თებერვლიდან ფინანსთა მინისტრია. 2005 წლის 10 ოქტომბრიდან კი პირველი ვიცე-პრემიერია. 2008 წლის 21 მარტს მოლდოვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა პრემიერ-მინისტრად.

2009 წლის 13 მაისს მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ ზინაიდა გრეჩანი დაასახელა პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად.

გათხოვილია. ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]