ზიგფრიდ პასარგე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგფრიდ პასარგე
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი 1866
დაბ. ადგილი კენიგსბერგი
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი 1980
გარდ. ადგილი ბრემენი, გერმანია
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

ოტო კარლ ზიგფრიდ პასარგე (გერმ. Siegfried Passarge; დ. 28 ნოემბერი 1866 — გ. 26 ივლისი 1958) — გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური. პასარგე გერმანიაში ლანდშაფტოლოგიის ფუძემდებელია. დაიბადა ქალაქ კენინსბერგში, მოგზაურისა და მწერლის ლუდვიგ პასარგეს ოჯახში. სწავლობდა ფრედერიკის კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ ბერლინსა და იენაში დაიწყო გეოგრაფიის შესწავლა. ჰქონდა აგრეთვე სამედიცინო განათლება. სამხედრო მსახურობის დროს მუშაობდა ექიმად.

1894 წელს პასარგემ მონაწილეობა მიიღო ადამავაში ჩატარებულ ექსპედიციაში (გერმანიის კამერუნი). 1896-1899 წლებში სამხრეთ აფრიკაში გეოლოგად მუშაობდა. 1901-1902 წლებში ექსპედიციაში იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში (ორინოკო). მოგვიანებით 1906-1907 წლებში იმოგზაურა ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ ალჟირში. 1904-1905 წლებში ეჭირა ადიუნქტ-პროფესორის წოდება ბერლინის უნივერსიტეტში, ხოლო 1905 წლიდან გეოგრაფიის პროფესორია ვროცლავში. 1908-1935 წლებში ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორია. გამოკვლეული აქვს ეკვატორული, სამხრეთი და ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთი რაიონები. ავტორია არაერთი ნაშრომისა გეომორფოლოგიისა და ლანდშაფტოლოგიის დარგში. ლანდშაფტმცოდნეობას განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას. იკვლევდა გეოგრაფიული ლანდშაფტის კლასიფიკაციის საკითხებსა და მის ურთიერთობას კულტურულ ლანდშაფტებთან.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Die Grundlagen der Landschaftskunde, Bd 1—3, Hamb., 1919—20;
  • Beschreibende Landschaftskunde. Hamb., 1929;
  • Geographische Völkerkunde, Bd 1—5, Fr./M., 1933—38;
  • Einführung in die Landschaftskunde, Lpz., 1933.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]