ზესხო (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 19 კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კავკასიონი |
| ჩაედინება | ცხენისწყლი |
| ქვეყნები | საქართველო |
ზესხო — მდინარე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, შარივცევის უღელტეხილის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2780 მ, სიგრძე 19 კმ. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ყორულდაში. საზრდოობს მყინვარის, თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,65 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 4, გვ. 517, თბ., 1979