ზედაველას ბრძოლა (1724)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედაველას ბრძოლაოსმალებისა და მათი მოკავშირის, ქართლის მმართველის იესეს (მუსტაფა ფაშა) ბრძოლა კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (მაჰმად ყული-ხანი) წინააღმდეგ ხიდისთავ–ატენის გასაყარზე, ზედაველას ველზე, 1724 წლის 26 სექტემბერს. კახელები დამარცხდნენ და კონსტანტინემ თავს გაქცევით უშველა. ოსმალებმა მტრის მეომართა მოჭრილი თავები ცხრა ურმით თბილისში წაიღეს. მათი ბატონობა ქართლში კიდევ უფრო გამყარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზედაველას ბრძოლები : [ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ზედაველას ორი ბრძოლა: პირველი მოხდა 1724 წელს ხიდისთავ - ატენის გასაყართან. მეორე მეთვრამეტე საუკუნის 80 - იანი წლების მეორე ნახევარში ყარაღაჯთან] / ს. ალიმბარაშვილი // განთიადი. - ქუთაისი, 2008. - N5-6. - გვ.153-162