ზეგანი (გეოგრაფია)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზეგანი

ზეგანი — დედამიწის ზედაპირის რელიეფის დადებითი ფორმა; მთიანი რელიეფის ვრცელი უბანი, ძირითადად წარმოდგენილი მოსწორებული ან ტალღოვანი წყალგამყოფებით. ზეგანი ზოგან ღრმა, ვიწრო ხეობებითაა ჩაჭრილი. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით იყოფა დაბალ (1000 მეტრამდე) და მაღალ ზეგნებად. აბსოლუტური სიმაღლე 700–1500 მ და მეტი. ზეგნის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს რელიეფის ამაღლებული ფორმა – პლატო. გეოლოგიური სტრუქტურა რთულია. ზეგნის წარმოშობაში განარჩევენ სამ (ან უფრო მეტ) ეტაპს:

  • მთათწარმოშობის ეტაპი;
  • დენუდაციური პლანაციის ეტაპი;
  • მთათა დადაბლება.

ხშირად ზეგანი ერწყმის უფრო მსხვილ ოროგრაფიულ ერთეულს, როგორიცაა მაგალითად მთიანეთი. ზოგჯერ ზეგანს უწოდებენ მაღლა აწეულ პლატოს.

საქართველოში ცნობილია მაგ.: ივრის ზეგანი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე