ზბიგნევ ციბულსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზბიგნევ ციბულსკი
Katowice - Zbigniew Cybulski 02.JPG
ზბიგნევ ციბულსკის ბიუსტი, კატოვიცე
დაბ. ადგილი კნიაჟე
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1927
გარდ. თარიღი 8 იანვარი, 1967
ვროცლავი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1954-1967

ზბიგნევ ციბულსკი (პოლ. Zbigniew Cybulski; დ. 3 ნოემბერი, 1927 — გ. 8 იანვარი, 1967) — პოლონელი თეატრისა და კინოს მსახიობი. 1953 წელს დაამთავრა კრაკოვის სახელმწიფო უმაღლესი თეატრალური სკოლა. მუშაობდა გდანსკის, ვარშავის თეატრებში. კინოში მუშაობა დაიწყო 1954 წლიდან. ითამაშა ფილმებში: „ფერფლი და ალმასი“ (რეჟისორი ანჯეი ვაიდა, 1958), „მატარებელი“ (რეჟისორი ეჟი კავალეროვიჩი, 1959). ამ ფილმებმა დიდი პოპულარობა მოუტანა ციბულსკის. სხვა როლები: რისი („სიყვარული ოცი წლის ასაკში“, 1962), კაპიტანი ზენტეკი („დამნაშავე და ქალიშვილი“, 1963) და სხვა. გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]