ზბიგნევ ბჟეზინსკი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ზბიგნევ ბჟეზინსკი}} |
ზბიგნევ კაზიმეჟ ბჟეზინსკი (პოლ. Zbigniew Kazimierz Brzeziński; დ. 28 მარტი, 1928, ვარშავა) — პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი იყო. ის ჯონ ჰოფქინსის უნივერსიტეტის სტრატეგიული და საერთაშორისო მართვის ცენტრის მრჩეველი და წევრიც გახლდათ. ავტორია წიგნისა დიდი საჭადრაკო დაფა: ამერიკის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა ვარშავაში პოლონელი დიპლომატის ოჯახში. 1938 წლიდან კანადაში ცხოვრობს, 50-იან წლებში აშშ-ის მოქალაქე გახდა და აკადემიურ კარიერას მიჰყო ხელი: დაამთავრა მაქტილის უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით, ჰარვარდის უნივერსიტეტში კი მან პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო 1953 წელს. სადოქტორო დისერტაცია მან საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სისტემის ფორმირებას მიუძღვნა.
რამდენიმე წელიწადი ასწავლიდა ჰარვარდში, 1961 წლიდან კი კოლუმბიის უნივერსიტეტში გადავიდა და კომუნიზმის საკითხების შემსწავლელ ახალ ინსტიტუტს (Institute on Communist Affairs) ჩაუდგა სათავეში.
სტატიის