ზაქარია ბაქრაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია(შაქრო) ბაქრაძე (პოლ. Zachariasz Bakradze) (დ. 22 ოქტომბერი, 1968/1870, თბილისი - გ. 3 დეკემბერი, 1938, ბიდგოშჩი) — ქართველი-პოლონელი სამხედრო ოფიცერი და როგორც ქართული არმიის, ასევე პოლონური არმიის გენერალი.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 1943 წელს გამართულ თეირანის კონფერენციაზე ინგლისის მხარის ერთ-ერთი წარმომადგენელი მერაბ კვიტაშვილი (1902-1990), პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ გენერლებს შორის გამოყოფს ზაქარია ბაქრაძეს. კვიტაშვილი იგონებდა:

ვიკიციტატა
„ზაქარია იყო დიმიტრი ბაქრაძის შვილიშვილი. ის ჯერ რუსეთის არმიაში მსახურობდა და მერე პოლონეთის არმიის გენერალი გახდა. გენერალი ბაქრაძე იყო ყველაზე მეტი ორდენების კავალერი მხოლოდ ქართველებს შორის კი არა, საერთოდ იმათ შორის, ვინც მე შემხვედრია. სხვათაშორის, მას ჯერ კიდევ რუსეთში ჰქონდა გიორგი მეორის ორდენი“

[1]

წარმომავლობა და ოჯახი[რედაქტირება]

დაიბადა ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, აკადემიკოს დიმიტრი ბაქრაძის (1826–1890) ოჯახში. ზაქარია დაქორწინებული იყო რუსეთის არმიის კაპიტნის ქალიშვილ ანა ამაშუკელზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ნატალია (დ. 10 ოქტომბერი, 1903) და კირა (დ. 10 თებერვალი, 1910). ოჯახი საქართველოში დატოვა, მაგრამ ეს, ალბათ მათივე უსაფრთხოებისთვის - ფიქტიურად გაეყარა ცოლს[2].

რუსულ არმიაში სამსახური[რედაქტირება]

თავისი სამხედრო კარიერა ზაქარია 1890 წლის 7 ივლისს თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლით დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ 1894 წლის 8 აგვისტოს, სამხედრო სამსახური ვიცე-ლეიტენანტის ჩინით აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო. 1898 წლის 6 ივნისს გადაიყვანეს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-12 ქვეითთა პოლკში, რომელიც დისლოცირებული იყო ლიუიშუნში[3], სადაც პირველ ასეულს მეთაურობდა. 1900 წლის 29 მაისიდან, 12 ნოემბრამდე მონაწილეობდა იაპონურ ძალებთან ბრძოლაში და ლიაოიანთან ფეხში დაიჭრა. 1901 წლის 1 მაისიდან მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მეცხრე ქვეითთა პოლკში, რომელიც ასევე ლიუიშუნში იყო დისლოცირებული. იქ, ის მეთაურობდა ცხენოსნების რაზმს, ხოლო 1904 წლის 28 იანვრიდან - უკვე ვლადივოსტოკის 3 ქვეითთა პოლკს. 1905 წლის 27 იანვრიდან 2 ოქტომბრამდე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რომელშიც დაიჭრა. 1905 წლის დეკემბრიდან, სარდლობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მესამე ქვითთა დივიზიის, პირველ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს. ამ კუთხით, ბაქრაძემ ორენბურგის ფეხოსანთა საკაპიტნო სკოლაში გაიარა კურსები და 1907 წლის 6 თებერვალს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-9 ქვეითთა პოლკში დაბრუნდა, რათა ესარდლა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფისთვის. 1908 წლის 13 ივლისიდან ხელმძღვანელობდა ბატალიონის მეოთხე პოლკს. 1912 წლის 21 მაისიდან, 1913 წლის 4 იანვრამდე იყო საპოლკო სასამართლოს მეთაური. 1914 წელს გადაიყვანეს 54-ე მინსკის ქვეითთა პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს დაატყვევეს ავსტრიელებმა. 1918 წლის 12 აპრილს სახლში დაბრუნების შემდეგ განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან, ხოლო 1918 წლის მაისში მოსკოვსა და სანკ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ცდილობდა პენსიაზე გასვლას.

ქართულ არმიაში სამსახური[რედაქტირება]

ზაქარია ბაქრაძე 1919 წელს ქართულ სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა. მას შემდეგ, რაც 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, შეუერთდა ეროვნულ არმიას და გახდა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მონაწილეობდა 1921 წლის თებერვალსა და მარტში ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იგი ემიგრაციაში წავიდა.

პოლონურ არმიაში სამსახური[რედაქტირება]

ბაქრაძე პოლონეთში 1922 წლის ნოემბერში გადავიდა და 1922 წლის ნოემბრიდან 1923 წლის 13 თებერვლამდე, რემბერტოვის ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა. 15 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე ტორუნის იარაღის ცენტრალურ სკოლაში ქვეითთა და არტილერიის სამეთაურო კურსებს გადიოდა [10]. აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ , 1926 წლის სექტემბერიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, მსახურობდა 15-ე ქვეითთა დივიზიაში, სადაც იყო ქვეითთა მეთაური. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცხოვრება გააგრძელა ქალაქ ბიდგოშჩში.

ტრაგიკულად დაიღუპა ავტო-კატასტროფაში - ბიდგოშჩის თეატრის მოედანზე, მას საფოსტო ფურგონი დაეჯახა. ქართველი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1938 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა. სამი დღის შემდეგ ზაქარია ბაქრაძე, ბიდგოშჩში, 3 მაისის ქუჩაზე მართმადიდებლურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს. ომის შემდეგ ეს სასაფლაო განადგურდა, ცხედრები კცინსკის ქუჩაზე, სხვა სასაფლაოზე გადაასვენეს.

ჯილდოები[რედაქტირება]

რუსული სამხედრო დამსახურების მედლები:

  • წმ. ვლადისლავის მე-4 ხარისხის ორდენი, ხმალთან და კოკარდასთან ერთად
  • წმ. ანნას მე-2 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
  • წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
  • წმ. ანნას მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან და კოკარდასთან ერთად
  • წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
  • წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად, (11 თებერვალი, 1915 წ.
  • წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (24 აპრილი, 1915 წ.)
  • წმ. გიორგის მე-3 ხარისხისორდენი 3 ნოემბერი, 1915 წ.[4].

კარიერა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ამბროსი გრიშიკაშვილი ქართველები პოლონეთში. — ცის ნამი. — 2008. — გვ. 251. — ISBN 978-99928-63-79-4
  2. ზაქარია ბაქრაძის გარდაცვალების მოწმობა, ამონაწერი ბიდგოშჩის სამოქალაქო რეესტრიდან 1557/38
  3. ლიუიშუნი მდებარეობს ლიადონგის ნახევარკუნძულზე უკიდურეს სამხრეთში. მას აქვს ბუნებრივი ყურე, რის გამოც გახდა რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყების მიზეზი. ჯერ იაპონელების, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო 1953 წლამდე. დასავლეთში ის ცნობილი იყო როგორც პორტ-არტური.
  4. Posłusznyj spisok, RGW-HA, f. 408, opis (dalej op.) 1, s. 15
  5. Wypiska iz spiska (po starszeństwu w czinach) sztab i ober-oficerom i klasowym czinownikam 9-wo Sibirskiego striełkogo pułka k 1 janwara 1913 g., RGW-HA, f. 409, op. 1 s. 14
  6. Posłusznyj spisok, RGW-HA, f. 409, op. 1, s. 15, ale Spisok połkownikam po starszenstwu sostawien po 1.08.1916 r., St. Petersburg 1906, s. 240 podaje starszeństwo z 1.08.1916 r
  1. გადამისამართება თარგი:Ka ნიკო ჯავახიშვილი. „ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ“. თბილისი, 1998.