ზაფხულის ნაბუნიობა შვედეთში
ზაფხულის ნაბუნიობა — წარმართული ზეიმი შვედეთში წელიწადის ყველაზე მოკლე ღამეს. ეს დღე ევროპაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება, თუმცა ყველასათვის საერთოა კოცონის დანთება და მკითხაობა.
სექციების სია |
[რედაქტირება] სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშვნის ტრადიციები
[რედაქტირება] შვედები: მიდსომარი
1953 წლიდან შვედეთში „შუა ზაფხულის“ ზეიმი 19 ივლისიდან პირველივე შაბათ დღეს აღინიშნება. ისინი ძირითადად მაისის ხეს აღმართავენ და ალამაზებენ.
უძველესი ტრადიციით, ღამის სეირნობიდან დაბრუნებულ ქალიშვილებს შვიდი სახეობის ყვავილი უნდა მოეკრიფათ და ბალიშის ქვეშ ამოედოთ, რათა საბედო დასიზმრებოდათ.
[რედაქტირება] ლატვიელები
ლატვიელები ამ დროს ლიგოს ზეიმობენ.
[რედაქტირება] ისლანდიელები
ისლანდიაში ნაბუნიობის ღამეს 19 სხვადასხვა დაავადებისგან განკურნება მიეწერება.
[რედაქტირება] სლავები: ივან კუპალას დღე
აღმოსავლეთ და დასავლეთ სლავები ამ დღეს ივან კუპალობას ზეიმობენ. ტრადიციის თანახმად უნდა ებანავათ, კოცონი დაენთოთ და ზედ გადამხტარიყვნენ, რათა სნე და ავადობა ცეცხლში ჩაეყარათ. მკითხაობდნენ. სწორედ ამ ღამეს უნდა გაშლილიყო გვიმრა.
[რედაქტირება] ფინელები:იუჰანუსი
ფინელები იუჰანუსს უწოდებენ ამ დღეს იოანე ნათლისმცელის სახელიდან გამომდინარე. იუჰანუსი ერთ-ერთი ოფიციალური სახელმწიფო ზეიმია 1934 წლიდან. ამ დღეს აღმართავენ დროშებს. ეს დღე საეკლესიო დღესასწაულიც არის — იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა. „უჰანუსი“ ტრადიციულად 24 ივნისს აღნიშნებოდა, მაგრამ 1955 წლიდან 19 ივნისის შემდეგ პირველივე შაბათს ამთხვევენ და ხან 20 უწევს, ხან 26. ასეთივე ცვლილება მანამდე შვედეთში, ნორვეგიასა და ლატვიაშიც განხორციელდა, თუმცა არა ესტონეთში. ამ დროს სახლებს, ნავებს და ეზოებს არყის ხის ტოტებით რთავენ , დადიან საუნაში და ანთებენ დიდ კოცონს.
[რედაქტირება] გერმანელები: მიტზომერფესტი
გერმანიაში აჩაღებენ უზარმაზარ კოცონს, აწყობენ ცეკვებს და ზეიმის მონაწილები ამ კოცონზე გადახტომას ცდილობენ, მართავდნენ მსვლელობას ჩირაღდნებით. ზეიმი ნაცისტურ გერმანიაშიც კი აღინიშნებოდა. პარტიული ლიდერები ამ დღისასთვის საგანგებოდ „ცეცხლოვან სიტყვას“ ამზადებდნენ ხოლმე.
[რედაქტირება] პორტუგალიელები: წმინდა იოანეს დღე
პორტუგალიაში ნაბუნიობას წმინდა იოანეს დღე აღინიშნება (პორტ. Festa de São João). კათოლიკე პორტუგალიელებს სჯერათ, რომ წმ. იაონეს კოცონს გამწმენდი ძალა აქვს.
[რედაქტირება] ლიტერატურაში
- „ზაფხულის ღამის სიზმარი“ — უილიამ შექსპირის პიესა, რომელსაც ორიგინალში „შუაზაფხულის ღამის სიზამრი“ ჰქვია.
[რედაქტირება] ინტერნეტრესურსები
- მიდსომარი. ოფიციალური შვედური ვებგვერდი.

