ზაფხულის მანჭკვალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაფხულის მანჭკვალა
Stockschwaemmchen.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: სტროფარიასებრნი
სახეობა: ზაფხულის მანჭკვალა
ლათინური სახელი
Pholiota mutabilis

ზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Pholiota mutabilis) — ქუდიანი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა. აქვს 3-5 სმ დიამეტრის, შუაში ამობურცული, ყავისფერი, ოდნავ ქერცლიანი მკრთალი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები ჟანგისფერ-მურაა; ფეხი — წვრილი, საყელოიანი. ზემოთ მოთეთრო, ქვემოთ მუქი მურა და ბოჭკოვანი. იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგისია ახალი.

ლიტერატურა[რედაქტირება]