ზაზა ბურჭულაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა ბურჭულაძე

ზაზა ბურჭულაძე
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1973
დაბ. ადგილი თბილისი
ფსევდონიმი გრეგორ ზამზა
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ქართველი
დებიუტი „ორი კანფეტი“ (1997)

ზაზა ბურჭულაძე (დ. 9 სექტემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მწერალი, სცენარისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „არილი“, „ალტერნატივა“, „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადი“, „ტაბულა“. ამჟამად „რადიო თავისუფლებაზე“ უძღვება საკუთარ საავტორო ბლოგს. არის კავკასიის მედია სკოლის ლექტორი, სადაც კითხულობს კურსს „პოპ-მექანიკა“. 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის პროზა.

2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „ჯაყოს ხიზნები“ (ფილმი გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).

2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი“ მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი“.

ჰყავს ორი შვილი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • „ორი კანფეტი“, რომანი, 1997 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „მესამე კანფეტი“, მოთხრობების კრებული, 1998 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „შენ“, რომანი, 1999 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „სულთათანა“, რომანი, 2000 (გრეგორ ზამზას ფსევდონიმით).
  • „სიმფსონები“, რომანი, 2001.
  • „წერილი დედას“, რომანი, 2002.
  • „მინერალური ჯაზი“, რომანი, 2003.
  • „სახარება ვირისა“, რომანი (გაგა ლომიძის კომენტარებით), 2004.
  • „ხსნადი კაფკა“, მოთხრობა, 2005.
  • „სხვა გასაღები“, საბავშვო კინოსცენარი (საქართველოს კინოცენტრის დაკვეთით), 2007.
  • „ფონოგრამა“, მოთხრობების კრებული, 2008.
  • „adibas“, რომანი, 2009.
  • „ხსნადი კაფკა“, მოთხრობების კრებული, 2010.
  • „კონფორმისტის ჩანაწერები“, კრებული, 2010.
  • „გასაბერი ანგელოზი“, რომანი, 2011.

თარგმანები[რედაქტირება]

  • „მინერალური ჯაზი“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2007.
  • „ხსნადი კაფკა“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2008.
  • „adibas“, პოლონურად, გამომცემლობა Claroscuro, 2011.
  • „adibas“, რუსულად, გამომცემლობა ad marginem, 2011.
  • „ხსნადი კაფკა“, რუმინულად, გამომცემლობა Сartier, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]