ვსევოლოდსკის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვსევოლოდსკის ელჩობა1593-1594 წლებში, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. მოეწყო იორამისა და კირილეს ელჩობის საპასუხოდ, როდესაც კახეთის მეფემ ალექსანდრე II-მა რუსეთის ხელმწიფეს სთხოვა დაეცვა კახეთი საშამხლოს თავდასხმებისაგან.

ვსევოლოდსკის ელჩობამ ალექსანდრე I-ს ბორის გოდუნოვის წერილი და საჩუქრები გადასცა. წერილში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ხელმწიფემ ჯარი გაგზავნა საშამხლოში. გოდუნოვი კახეთის მეფეს სთხოვდა, მასაც გაეგზავნა ჯარი ტარკში და რუსეთის ჯარის სარდალთან შეთანხმებით ემოქმედა. ვსევოლოდსკის ელჩობას სამშობლოში დაბრუნებისას გაჰყვნენ კახეთის სამეფოს ელჩები ხურშიტა და იორამი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., 4 თბ., 1967