| ვრანგელი – წმინდა ელიას ეროვნული პარკი და აღკვეთილი
|
|
|
|
ვრანგელი – წმინდა ელიას ეროვნული პარკი და აღკვეთილი
|
| მდებარეობა |
ალასკა, აშშ |
| უახლოესი ქალაქი |
კოპერ-ცენტრი |
| ფართობი |
53,321 კმ² |
| დაარსდა |
2 დეკემბერი, 1980 |
| სტუმრობა |
61,085 (2007) |
| მმართველი ორგანო |
ეროვნული პარკების სამსახური |
| მსოფლიო მემკვიდრეობა |
1979 |
ვრანგელ-წმინდა ელიას ეროვნული პარკი და აღკვეთილი მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთით, ალასკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, შეიქმნა 1980 წლის 2 დეკემბერს. პარკის ტერიტორიის ნაწილი 1979 წელს შევიდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ამ დაცულ ტერიტორიას აშშ-ში სიდიდით პირველი ადგილი უკავია, პარკის ფართობი შეადგენს 32 000 კმ²-ს. აქ მდებარეობს აშშ-ში სიმაღლით მეორე მთა წმინდა ელია (5 489 მ). დაცული ტერიტორიის აღმოსავლეთით გადის აშშ-კანადის საზღვარი, სწორედ საზღვრის მეორე მხარეს მდებარეობს კანადური ეროვნული პარკი კლუანი.
2007 წელს პარკს სტუმრობდა 61 085 ტურისტი.[1].
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: