ვოსხოდ-2

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოსხოდ-2 (რუს. Восход 2) იყო საბჭოთა კოსმოსური ხომალდი. იგი ცნობილია იმით, რომ მასში მყოფი ერთ-ერთი კოსმონავტი გახდა პირველი, ვინც გავიდა ღია კოსმოსში.

ეკიპაჟი[რედაქტირება]

დუბლიორები

გაფრენა[რედაქტირება]

ხომალდი ვოსხოდ-2 აღჭურვილი იყო სპეციალური გასაბერი ლუკით, რომელიც იბერებოდა, როგორც კი ხომალდი ორბიტაზე გავიდოდა. კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი იცმევდა სკაფანდრს და გადიოდა გარეთ სანამ მეორე კოსმონავტი-პაველ ბელიაევი ხომალდში რჩებოდა. ლეონოვმა კოსმოსში გასვლა დაიწყო გაფრენიდან დაახლოებით 90 წუთის შემდეგ, ესე იგი, როცა ხომალდმა ერთი წრე უკვე დაარტყა დედამიწას. ღია კოსმოსში გასეირნება 20 წუთი გაგრძელდა, ის დაიწყო ცენტრალური აფრიკის (სამხრეთ ეგვიპტის) და დამთავრდა აღმოსავლეთ ციმბირის თავზე.