ვორტიცელა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვორტიცელა

ვორტიცელა (Vorticella), ძაბრულა, მტკნარი წყლის ერთუჯრედიან ცხოველთა გვარი ინფუზორიების კლასისა. აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, ბინადრობენ ზღვისა და მტკნარ წყლებში, სუბსტრატზე მიმაგრებულია გრძელი კუმშვადი ღეროთი. მათი ზომა 150 მკ აღწევს. აქვთ მოგრძო, ნალისმაგვარი ბირთვი, პირის დისკო სხეულის წინა, გაფართოებულ მონაკვეთზეა. იკვებებიან ბაქტერიებით, მრავლდებიან როგორც უსქესოდ, ისე სქესობრივად. ვორტიცელა არსებობა ბიოლოგიურად კარგად გაწმენდილი წყლის მაჩვენებელია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 458, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე