ვოლხოვის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალური რაიონი
ვოლხოვის რაიონი
Волховский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ვოლხოვი[1]
შიდა დაყოფა Volkhovskoye Settlement Municipal Formation[1] , Novoladozhskoye urban settlement[1] , Syasstroy rural settlement[1] , Berezhkovskoye rural settlement[1] , Vyndinoostrovskoye rural settlement[1] , Issadskoye rural settlement[1] , Kiselninskoye rural settlement[1] , Kolchanovskoye rural settlement[1] , Pashskoye rural settlement[1] , Potaninskoye rural settlement[1] , Sviritskoye rural settlement[1] , Selivanovskoye rural settlement[1] , Staroladozhskoye rural settlement[1] , Usadishchenskoye rural settlement[1] და Khvalovskoye rural settlement[1]
კოორდინატები 59°41′00″ ჩ. გ. 32°15′00″ ა. გ. / 59.68333° ჩ. გ. 32.25000° ა. გ. / 59.68333; 32.25000
დაარსდა სექტემბერი, 1927
ფართობი 5124.4 კმ²
მოსახლეობა 95 182 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 18.57 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81363
ოფიციალური საიტი volkhov-raion.ru
ვოლხოვის რაიონი — რუსეთი
ვოლხოვის რაიონი

ვოლხოვის რაიონი (რუს. Волховский район) — ადმინისტრაციული ერთეული ლენინგრადის ოლქში, რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ვოლხოვი. 2008 წლის 7 აპრილიდან რაიონის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი აკლუშნინია. რაიონი ლენინგრადის ოლქის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს, რომლის ფართობია 5124,4 კმ². ჩრდილო-აღმოსავლეთითლოდეინოპოლეს, სამხრეთ-აღმოსავლეთითტიხვინის, სამხრეთითკირიშის, ხოლო დასავლეთითკიროვსკის რაიონი ესაზღვრება. ჩრდილოეთიდან ემიჯნება ლადოგის ტბას. რაიონის მთავარი მდინარეებია: ვოლხოვი, სიასი და პაშა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონი 1927 წლის 1 აგვისტოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმების შედეგად წარმოიქმნა, რომლის ცენტრი ქალაქი ზვანკა, დღევანდელი ვოლხოვი, იყო. ვოლხოვის რაიონს მიეკუთვნებოდა გაუქმებული ვოლხოვის (ნოვოლადოგის) მაზრის ტერიტორიის ნაწილი. თავდაპირველად რაიონი შედგებოდა ოთხი ვოლოსტისგან (კოლჩანოვსკაია, ოქტიაბრსკაია, პროლეტარსკაია და შუმსკაია) და იყოფოდა 53 სოფსაბჭოდ.

1930 წელს ოკრუგის გაუქმების შემდეგ რაიონი უშუალოდ ლენინგრადის ოლქს დაექვემდებარა. 1939 წელს ვოლხოვი საოლქო მნიშვნელობის ქალაქი გახდა. 1946 წლის 20 მარტს წარმოიქმნა ნოვოლადოგის რაიონი, რომლის საზღვრებშიც ვოლხოვის რაიონის დასავლეთი ნაწილი მოექცა.

2006 წლის 1 იანვარს ვოლხოვის რაიონმა მუნიციპალური რაიონის სტატუსი მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც წარმოიქმნა საქალაქო და სასოფლო დასახლებები, ქალაქი ვოლხოვი რაიონის შემადგენლობაში შევიდა, როგორც ცალკე საქალაქო დასახლება.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონის მოსახლეობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა, ადამ. წყარო დამატება
1959 15 243[2] 1959 წლის აღწერა ვოლხოვისა (36 630 ადამ.) და ნოვოლადოგის რაიონების გარეშე (52 474 ადამ.)   
1970 80 603[3] 1970 წლის აღწერა ვოლხოვის გარეშე (47 025 ადამ.)
1979 64 384[4] 1979 წლის აღწერა ვოლხოვის გარეშე (49 696 ადამ.)
1989 58 939[5] 1989 წლის აღწერა ვოლხოვის გარეშე (50 325 ადამ.)
2002 50 799[6] 2002 წლის აღწერა ვოლხოვის გარეშე (46 596 ადამ.)
2010 95 182 2010 წლის აღწერა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 http://www.gks.ru/free_doc/2016/oktmo/tom2_oktmo.rar
  2. Всесоюзная перепись населения 1959 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
  3. Всесоюзная перепись населения 1970 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
  4. Всесоюзная перепись населения 1979 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
  5. Всесоюзная перепись населения 1989 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
  6. Всероссийская перепись населения 2002 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-22. ციტირების თარიღი: 2013-06-04.