ვოლვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვოლვი | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 37 მ |
| ფართობი | 70 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 23 მ |
| აუზის ფართობი | 1247 კმ² |
ვოლვი (ბერძნ. Λίμνη Βόλβη) — ტბა საბერძნეთში. მდებარეობს ქალკიდიკეს ნახევარკუნძულზე, ქალაქ სალონიკიდან აღმოსავლეთით. გაწოლილია დისორის მთების სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 37 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობით საბერძნეთის მეორე ტბაა.
ზედაპირის ფართობი 70 კმ², მოცულობა 0,94 კმ³, სიგრძე 21 კმ, უდიდესი სიღრმე 23 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი 1247 კმ².[1] ტექტონიკური წარმოშობისაა. ვოლვი გაწოლილია კორონიის ტბის აღმოსავლეთით, რომელთანაც წყლის ნაკადითაა დაკავშირებული. წყლის საშუალო ტემპერატურა 6,8°C, მაქსიმალური 29°C.
ტბა მდიდარია თევზით. მოიპოვება დაახლოებით 20-მდე სახეობის თევზი, რომელთაგან ერთი ენდემური სახეობისაა. ტბის გარშემო ბინადრობს დაახლოებით 200 მ-დე სახეობის ფრინველი.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ N. T. Skoulikidis, I. Bertahas, T. Koussouris: The environmental state of freshwater resources in Greece (rivers and lakes). Environmental Geology 36 (1–2) November 1998. S. 1 ff.
- ↑ Lake Volvi Info