ვოგეზთა მოედანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვოგეზთა მოედანი

ვოგეზთა მოედანი (ფრანგ. Place des Vosges) — პარიზის ყველაზე ძველი მოედანი. მდებარეობს მარეს კვარტალში და წარმოადგენს კვადრატს (140 მ გვერდებით). 1799 წლამდე სამეფო მოედანი ერქვა (Place Royale). ამჟამინდელი სახელწოდება ვოგეზის დეპარტამენტის მცხოვრებთა პატივსაცემად მიიღო, რომლებმაც რევოლუციური არმიისთვის გადასახადების გადახდა საკუთარი ნებით დაიწყეს.

მოედანი მეფე ჰენრი IV-ის ბრძანებით ააგეს 1605-12 წლებში. მას შემდეგ მოედანი თითქმის უცვლელი რჩებოდა. შენობები მოედნის გარდიგარდმო მკაცრად ერთგვაროვან სტილშია დაცული — თითოეული მათგანი წითელი აგურითაა ნაგები და ნაცრისფერი ქვის ზოლები დაყვება. ორ შენობას შედარებით მაღალი მანსარდებით მეფისა და დედოფლის პავილიონები ქვია. ამ მოედანზე მდებარე სახლებში მრავალ განთქმულ პიროვნებას უცხოვრია, მათ შორის იყვნენ კარდინალი რიშელიე, მარიონ დელორმი, ვიქტორ ჰიუგო, თეოფილე გოტიე, ალფონს დოდე და სხვები. ამ ადგილას შედგა რაინდული ტურნირი, რომელზეც სასიკვდილოდ დაიჭრა საფრანგეთის მეფე ანრი II.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]