ვლადიმირული ცხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმირული ცხენი — საჯაგავი ჯიშის ცხენი. გამოყვანილია ვლადიმირის ოლქის იურევ-პოლსკისა და სუზდალის, აგრეთვე ივანოვოს ოლქის გავრილოვ-პოსადის რაიონების კოლმეურნეობებში ადგილობრივი მსხვილი შესაბმელი და საჯაგავი ცხენების (უმთავრესად კლეიდესდალების, შაირების, სუფოლკების) შეჯვარების გზით. ჯიში დამტკიცდა 1946 წელს. ვლადიმირული ცხენი დიდია, მასიური, აქვს წაგრძელებული ტანი, ღრმა და ფართო მკერდი, სწორი კიდურები, კარგად განვითარებული სახსრები. ფერად ქურანაა ან წაბლა. ცოცხალი მასა ულაყისა 700 კგ. ფაშატისა 550 კგ. ღონიერია, ზოგიერთმა ულაყმა გამოცდის დროს 16 ტ-მდე ტვირთი ზიდა. ვლადიმირული ცხენს ყოფილ სსრკ-ის ბევრ რაიონში იყენებენ ცხენების ადგილობრივი ჯიშების გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]