ვლადიმერ ადლერბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ადლერბერგი

ვლადიმერ თევდორეს ძე ადელბერგი (რუს. Владимир Фёдорович Адлерберг; დ. 10 ნოემბერი, 1791 — გ. 8 მარტი, 1884) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი. 1817 წლიდან ტახტის მემკვიდრის, დიდი თავადის ნიკოლოზ პეტრეს ძის ადიუტანტი და მეგობარი მთელი მისი მეფობის განმავლობაში. 1828 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი, 1847 წლიდან გრაფი. 1842-1857 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საფოსტო დეპარტამენტს. მის დროს რუსეთში შემოიღეს საფოსტო მარკები. 1852–1870 წლებში კარისა და სამეფო მამულების მინისტრი. ნიკოლოზ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ იყო მისი თანაშემწე 1825 წლის 14 დეკემბრის მოვლენათა (დეკაბრისტთა აჯანყება) საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. იყო, აგრეთვე, გლეხთა საქმის შემსწავლელი საიდუმლო კომიტეტის წევრი, შემდეგ სახელმწიფო გლეხთა საყოფაცხოვრებო მოწყობის კომიტეტის წევრიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.