კაპიტანი (ფეხბურთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიცე-კაპიტანი (ფეხბურთი))
რაული, მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი

საფეხბურთო გუნდის კაპიტანი — გუნდის რჩეული, რომელიც ითვლება გუნდის ლიდერად. მას ევალება გუნდის კონტროლი საფეხბურთო მატჩის დროს, და ხშირად მწვრთნელი მას სხვადასხვა დავალებებს აძლევს. ჩვეულებრივ მათ მხარზე აქვთ სამკლაური.

მოვალეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპიტნის ერთ-ერთი მოვალეობაა როდესაც მსაჯი თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის გუნდის კაპიტნებს იხმობს თავისთან, იგი აგდებს მონეტას და კაპიტანი ირჩევს ბურთს ან მოედანს. ბურთი ანუ თამაშის დაწყება, ხოლო მოედანი, მოედნის ცენტრიდან რომელ მხარეს განლაგდება გუნდი. კაპიტნის მოვალეობაა ასევე გუნდის კონტროლი და მათი გამხნევება. კაპიტანმა ასევე უნდა დაამშვიდოს სიტუაცია თუ გუნდის რომელიმე წევრი შეეკამათება მოწინააღმდეგეს. ასევე უნდა შეეკამათოს მსაჯს თუ რაიმე გადაწყვეტილება მსაჯიდან არასწორად იქნება მიღებული. როდესაც კაპიტანი მოედნიდან გადის იგი თავის სამკლაურს გადაცემს ვიცე-კაპიტანს რაც ნიშნავს რომ გუნდი უნდა წარმართოს მან. ასევე თუ კაპიტანი ან ტრამვირებულია ან სათადარიგოთა სკამზეა, კაპიტნის სამკლაურით გადის ვიცე-კაპიტანი.