ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის მიხედვით „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.
მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.
თუმცა სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის, კერკ დუგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დუგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.
[რედაქტირება] ჯილდოები
ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო:
- ოსკარი საუკეთესო სურათისთვის
- ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის: მილოშ ფორმანი
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის: ჯეკ ნიკოლსონი
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ლუიზ ფლეთჩერი
- ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი
- ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის: მილოშ ფორმანი
- ბაფთა საუკეთესო არაბრიტანული ფილმისთვის
ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა — Allmovie-ზე
|
|||||