ვიქტორ სექსტუს ავრელიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქტორ სექსტუს ავრელიუსი (ლათ. Sextus Aurelius Victor) — IV საუკუნის რომაელი ისტორიკოსი, მდაბიო წარმოშობისა. დაიბადა აფრიკაში. იმპერატორ იულიანეს დროს (361) განაგებდა ქვემო პანონიის პროვინციას. 392-393 წწ. იყო რომის პრეფექტი. ავტორია ისტორიული თხზულებისა „წიგნები კეისართა შესახებ“, რომელიც შეიცავს რომაელი იმპერატორების (ავგუსტუსიდან კონსტანციუს II-მდე) მოკლე ბიოგრაფიებს. ამ ნაწარმოებმა, რომელიც დაწერილია 360 წელს, ჩვენამდე მოაღწია სხვა ავტორების იმ ტრაქტატებთან ერთად რომელსაც ავრელიუსს მიაწერდნენ და რომლებიც მერე დაუმატებიათ მისი თხზულებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]