ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი
| ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი | |
ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი პორტრეტი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ვიქტორ მორიც გოლდშმიდტი (გერმ. Victor Moritz Goldschmidt, დ. 27 იანვარი 1888, ციურიხი — გ. 20 მარტი 1947, ოსლო) — ნორვეგიელი გეოქიმიკოსი და გეოფიზიკოსი. გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ციურიხში. სწავლობდა ქრისტიანიასა (ოსლო) და ვენაში. 1914 წლიდან ოსლოს მინერალოგიის და გეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; ოსლოს გეოლოგიური მუზეუმის დირექტორი.
ნაშრომში „ქრისტიანიის მიდამოების კონტაქტური მეტამორფიზმის მოვლენები“ (1911) მოცემული აქვს გეოქიმიური პროცესების ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი. მასში გოლდშმიდტმა პირველად წამოაყენა მინერალოგიურ ფაზათა წესი და გამოიყენა იგი მარტივი მინერალოგიური პარაგენეზისების ანალიზში.
ვიქტორ მორიც გოლდშიდტმა ჩამოაყალიბა „ელემენტთა გეოქიმიური განაწილების კანონები“, ქიმიურ ელემენტთა გეოქიმიური კლასიფიკაცია და გამოიკვლია დედამიწის ქერქში მრავალი ქიმიური ელემენტის მიგრაციისა და კონცენტრაციის პირობები.
აღსანიშნავია, რომ ჰიტლერელთა მიერ ნორვეგიის ოკუპაციის დროს იგი დააპატიმრეს. მანამ სანამ საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვებდენ, გოლდშმიდტი ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებმა მოიტაცეს და გადაიყვანეს ჯერ შვედეთში, ხოლო შემდეგ აქედან იგი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც მუშაობდა ნორვეგიის განთავისუფლებამდე.
გარდაიცვალა ქალაქ ოსლოში 59 წლის ასაკში.
[რედაქტირება] თხზულება
- Geochemische Verteilungsgesetze der Elemente, Bd 1—8, Kristiania, 1923—27.
[რედაქტირება] რესურსებიი ინტერნეტში
- Goldschmidt Conference
- Victor Goldschmidt biography
- [1] Weintraub, B. (2005) Victor Moritz Goldschmidt. Father of Modern Geochemistry and of Crystal Chemistry; Chemistry in Israel, Bull. Isr. Chem. Soc., Issue 20, December 2005. p 42-46.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 207, თბ., 1978;
- Ферсман А. Е., Несколько слов о В. М. Гольдшмидте, в сборнике: Основные идеи геохимии, в. 1, Л., 1933.