ვიქტორ ვაზარელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაზარელის "ოპტიკური ილუზია", პეცსი, უნგრეთი.
ფაილი:Fondation Vasarely, Aix-en-Provence (2006-10-14).jpg
ფონდი ვაზარელის მუზეუმი ექს-ან-პროვანსში.

ვიქტორ ვაზარელი (Vásárhelyi Győző) (9 აპრილი 1906, პეცსი - 15 მარტი 1997, პარიზი) — ფრანგი-უნგრელი მხატვარი, ოპ-არტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1930-იან წლებში გრაფიკაში ხატვისას მან შექმნა პირველი ოპ-არტისტული ნამუშევარი - ზებრა, რომელიც ტალღოვანი შავ-თეთრი ზოლებისგან შედგებოდა, და რამაც მიმართულება მისცა მის შემდგომ შემოქმედებას. შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში ვაზარელი მის სტილს ავითარებს გეომეტრიულ აბსტრაქტულ ხელოვნებაში.