ვიქტორია (ხომალდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორია (კარაკა))
მაგელანის ხომალდის თანამედროვე ასლი

ვიქტორია (ესპ. Victoria) — პირველი ხომალდი-კარაკა ისტორიაში, რომელმაც დედამიწას შემოუარა. სახელი დაერქვა იმ ეკლესიის პატივსაცემად, სადაც პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ფერნანდო მაგელანმა ფიცი დადო ესპანეთის მეფე კარლოს I-ის ერთგულებაზე. მოგზაურობა დედამიწის გარშემო დაიწყო 1519 წელს მაგელანის ხელმძღვანელობით. მისი დაღუპვის შემდეგ ექსპედიციას ხუან სებასტიან ელკანო მეთაურობდა. ესპანეთიდან გასული ხუთი ხომალდიდან, მხოლოდ „ვიქტორია“ დაბრუნდა უკან სანლუკარში კადისთან (1522 წლის 6 სექტემბერი). ბორტზე მხოლოდ 18 მეზღვაური იყო 256-დან. გადარჩენილთა შორის იყო ანტონიო პიგაფეტი, რომელმაც ეს ისტორიული მოგზაურობა დეტალურად აღწერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]