ვიქტორია რუფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია რუფო
დაბადების სახელი ვიქტორია ეუხენია გვადალუპე მარტინეს დელ რიო მორენო
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1962
მეხიკო, მექსიკის დროშა მექსიკა
აქტიური 1980–დღემდე
მეუღლე(ები) ეუხენიო დერბესი (1992-1997)
ომარ ფაიადი (2001-დღემდე)

ვიქტორია რუფო (ესპ. Victoria Ruffo; დ. 31 მაისი, 1962) — მექსიკელი მსახიობი. დაიბადა მეხიკოში. კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, როცა ცნობილმა პროდიუსერმა ერნესტო ალონსომ მიიწვია თავის სერიალში „ლურჯი ცა“, სადაც პილარ ალვარესი განასახიერა. ამ სერიალში მან დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა. 1983 წელს პროდიუსერმა ვალენტინ პისმტეინმა ვიქტორია მთავარ როლში მიიწვია სერიალში „ცეცხლში“, რამაც რუფოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1990 წელს მის კარიერაში გარდატეხა მოხდა, როცა მონაწილეობა მიიღო სერიალში „უბრალოდ მარია“, რომელმაც ის საერთაშორისო დონის მსახიობად აქცია. ამას მოჰყვა გახმაურებული სერიალები „კაპრიჩო“, „მდიდარი ბავშვები და საბრალო მშობლები“, „ყველაფერი ელენასათვის“, რომლებმაც მსახიობის დიდება და აღიარება გაზარდა. 2001 წელს რუფომ ითამაშა სერიალში „მხოლოდ შენ“, სადაც ბრმა კრისტინას როლი განასახიერა. ამ სერიალის შემდეგ რუფო ეკრანიდან გაქრა და 4 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ახალი სერიალით „დედინაცვალი“, რომელმაც მსახიობს დიდი აღიარება მოუტანა საერთაშორისო ასპარეზზე. 2007 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალში „ვიქტორია“, სადაც პარტნიორობას მაურისიო ოჩმანი და ანდრეა ლოპესი უწევდნენ. 2009 ითამაშა სერიალში „სიყვარულის სახელით“. 2010 ითამაშა ასევე ცნობილ სერიალში „დამალული სიმართლე“, ხოლო 2012 წელს ითამაშა სერიალში „ცრემლების გვირგვინი“. 2014 წელს ვიქტორია რუფო ცნობილმა პროდიუსერმა ხოსე ალბერტო კასტრომ მიწვია მის ახალ ნოველაში „ცუდი საყვარელი“ სადაც პარტნირობას არიადნე დიასი და კრისტიან მეიერი უწევენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]