ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ვიტ ჯორჯია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია თბილისი
მეტსახელი ვეტერინარები
დაარსდა 1968
სტადიონი არმაზი
მცხეთა, საქართველო
(ტევადობა: 2,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა გურამ რუხაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა ზურაბ ბერიძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2010-11 მე–5
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ს. კ. ვიტ ჯორჯიათბილისის საფეხბურთო კლუბი. კლუბის სპონსორია შ.პ.ს. "ვიტ ჯორჯია", რომელიც ცხოველთა საკვების, ვეტერინარული წამლებისა და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული. გუნდი თამაშობს მცხეთაში, არმაზის სტადიონზე. 2004 წელს ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.ალექსანდრე კვახაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ირაკლი კლიმიაშვილი - ვიტ ჯორჯიაში არიან ისეთი ფეხბურთელები, ეროვნულ ნაკრებში რომ იწვევენ, რამდენიმე ვიტჯორჯიელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობს.

ბოლო დეკადაში ვიტ ჯორჯია ევროსარბიელზე თითქმის სისტემატურად თამაშობს და მეტწილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან პაექრობა შეუძლია.

Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის ვიტ ჯორჯიას სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: ღირსება გვავალდებულებს. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ვიტ ჯორჯიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1997-98 წლების სეზონში ჰქონდა. მალე გუნდი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბად იქცა.

გუნდი ამჟამინდელ სახელს 1997 წლიდან ატარებს, მანამდე მისი სახელი მორკინალი იყო.

ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა, თუმცა მომავალ სეზონში უკვე მე-7 საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, კიდევ ერთი სეზონის შემდეგ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მას შემდეგ თბილისელები რეგულარულად მონაწილეობენ უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში. 2003-04 წლების სეზონზე მოპოვებულმა ჩემპიონობამ კი მათ საშუალება მისცა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშათ. თავდაპირველად გუნდმა ფარერული ტორსჰავნი დაამარცხა. თუმცა კრაკოვის ვისლასთან ორი მატჩის ჯამში 2:11 წააგო.

ნესტორ მუმლაძის ხელმძღვანელობით უეფას თასზე პირველად გადალახეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, როცა სპარტაკ ტრნავას სძლია. მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.

უმაღლესი ლიგის 2008-09 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე,ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა,სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა.

[რედაქტირება] სტადიონი

ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს ატარებს მცხეთაში, არმაზის სტადიონზე, თუმცა 2008-09 სეზონისთვის საქართველოს პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ კლუბებს მოთხოვნები გაუმკაცრა და ვიტ ჯორჯიას არ დართო ამ სტადიონზე თამაშების გამართვის უფლება, რადგანაც იგი ვერ აკმაყოფილებდა პროფლიგის მოთხოვნებს. მას შემდეგ ვიტ ჯორჯია თავის საშინაო მატჩებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებდა. მაგრამ 2011 წელს არმაზის სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად კარგ მდგომარეობაშია. ტრიბუნაზე ძველი ხის სკამების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი ინდივიდუალური სკამები,რის გამოც ტევადობა 3000–დან 2000–მდე შემცირდა, ასევე დაიგო ახალი ხელოვნური საფარი.

[რედაქტირება] ტიტულები

[რედაქტირება] შემადგენლობა 2009/10

ვიტ–ჯორჯია 2011–12 წლების სეზონზე

2009 წლის 1 აგვისტოსთვის.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი
3 საქართველოს დროშა მცველი დავით ლომაია
4 საქართველოს დროშა მცველი ლაშა კასრაძე
5 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ჯაბა ლიპარტია
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ვასაძე
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გურამ გურეშიძე
9 საქართველოს დროშა თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი
10 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი
11 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი
12 საქართველოს დროშა მეკარე შოთა ღურბელეიშვილი
13 საქართველოს დროშა მცველი ნიკოლოზ მგელაძე
14 საქართველოს დროშა მცველი ლაშა ჯაფარიძე
15 საქართველოს დროშა მცველი ამირან ყველაშვილი
16 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიგი იოსელიანი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი კვაღინიძე
18 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია
19 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი მელქაძე
20 საქართველოს დროშა მცველი დავით ხურცილავა
21 საქართველოს დროშა ნახევარმცველი დავით მაისაშვილი
22 საქართველოს დროშა ნახევარმცველი რევაზ ღანიაშვილი
23 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ბექა ზაქრაძე
24 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი
25 საქართველოს დროშა მეკარე არდალიონ მიქაბერიძე
26 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი
27 საქართველოს დროშა მცველი გიგა ბეჭვაია
28 საქართველოს დროშა მცველი ალექსანდრე კვახაძე (კაპიტანი)
29 საქართველოს დროშა მცველი გურამ ადამაძე
30 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე

[რედაქტირება] ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2009-10 ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს დროშასაქართველო 12
2008-09 ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს დროშასაქართველო 11
2007-08 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშასაქართველო 7
2006-07 ზაზა სახოკია საქართველოს დროშასაქართველო  ?
2005-06 ოთარ მარცვალაძე საქართველოს დროშასაქართველო 14

[რედაქტირება] ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2009 — საქართველოს დროშა გელა გომელაური
2009 საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი
2005 — 2009 საქართველოს დროშა ნესტორ მუმლაძე
2004 — 2005 საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი 1 1 ჩემპიონატი
2001 — 2003 საქართველოს დროშა ზურაბ ბერიძე
2006 — 2006 იტალიის დროშა ჯანი კარნივალე
1997 — 2001 საქართველოს დროშა სერგო კოტრიკაძე

[რედაქტირება] ცნობილი ფეხბურთელები

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე