ვიტი-ლევუ
ვიტი-ლევუ (ინგლ. Viti Levu) — ფიჯის რესპუბლიკის ყველაზე დიდი კუნძული, სწორედ აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სუვა, ამ კუნძულზე ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 70% (600,000 ადამიანი). კუნძული იყოფა ორ ოლქად: დასავლეთი ოლქი და ცენტრალური ოლქი, ეს ოლქები აგრეთვე იყოფიან პროვინციებად. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება ინდო-ფიჯელებს.
[რედაქტირება] გეოგრაფია და ეკონომიკა
კუნძულის ფართობი შეადგენს 10338 კმ²-ს, მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვით 75-ე ადგილი უკავია. ამ კუნძულიდან საზღვაო გზებით ხდება დაკავშირება ავსტრალიასთან და ახალი ზელანდიასთან. ვიტი-ლევუს ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაბლობებს უკავია, თუმცა ცენტრალურ ნაწილში არის საშუალო სიმაღლის მთები. ფიჯის კუნძულები მოქცეულია სუბეკვატორულ სარტყელში, ამიტომ ამ ტერიტორიაზე კლიმატი რბილია. ყოველწლიური საშუალო ტემპერატურა შეადგენს 24 — 29 °C. ნალექების რაოდენობა ყოველწლირად შეადგენს 2000-3000 მმ. აქ ფლორა და ფაუნა საკამოდ მრავალფეროვანია, კუნძულზე მრავლადაა მანგოს ტყეები.
ვიტი-ლევუს მოსახლეობას ძირითადად მოყავთ შაქარის ლერწამი.
სტატიის