ვისლიანელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვისლიანელები (პოლ. Wiślanie) — დასავლეთსლავური ტომი, რომელიც ცხოვრობდა მინიმუმ VII საუკუნედან მცირე პოლონეთის ტერიტორიაზე[1]. IX საუკუნეში ვისლიანელებმა წარმოქმნეს ტომობრივი სახელმწიფო რომლის ცენტრი იყო კრაკოვი, სანდომირი და სტრადუვი.

ვისლიანელების ციხესიმაგრეები[რედაქტირება]

მალოპოლსკის ვისლიანელების ციხესიმაგრეების დამახასიათებელი ნიშანი იყო, მოსახლეობის სიმცირე და დიდი ზომები მიახლოებით 10 ჰექტარამდე. ყურადღებას აქცევდნენ მთების ფერდობებს, ძირითადად დომინირებს წრიული, რგოლისებური მიწაყრილური კონსტრუქციის შენობები. დიდი ქალაქები რომლებიც ვისლიანებმა შექმნეს იყო კრაკოვი, სტრადოვი, დემბლინი, სტავახი და სხვა. ყველაზე დიდი ზომებით გამოირჩევა სტრადოვის ციხესიმაგრე რომლის ფართობი 25 ჰექტარია, მაგრამ ქალაქი ალბათ ამ სახით არასდროს არ არსებობდა, როგორც სიმაგრის ნაწილი იყო უკვე პიასტების დროს.

არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, ამ ციხე-სიმაგრეების განვითარების დაბალი ხარისხი (ან მისი არ არსებობა), რომლებიც გამოიყენებოდა მოსახლებისა და მათი ქონების თავშესაფარად ომების დროს. ითვლება რომ მათი მთავარი დასახლებული პუნქტი იყო კრაკოვი, რასაც ადასტურებს არქეოლოგია[2]

კრაკოვის ყორღანები[რედაქტირება]

ყორღანები კრაკოვთან, კრაკის გორაკი

მალოპოლსკის (მცირე პოლონეთის) თავისებურებებს რომლითაც ის განსხვავდება პოლონეთის სხვა მიწებისაგან წარმოადგენს ასევე დიდი ყორღანები, რომელთა დიამეტრი საშუალოდ აღწევს 50 მეტრს, და კრაკოვში, სანდომირში და პერემიშლში მდებარეობენ[3]. კრაკოვის შემოგარენში ცნობილია სამი დიდი ყორღანი - კრაკუსი, ვანდა, და ესტერი. ახლა შეისწავლება არქეოლოგების მიერ კრაკის გორაკი, რომელიც სავარაუდოდ მეერვე საუკუნეს მიეკუთვნება. ბევრი მოსაზრება არსებობს თუ ვინ იყო დასაფლავებული ამ ყორღანებში. სავარაუდოდ ფიქრობენ კერძოდ ავარიელებს ან ვიკინგებს. ყველაზე მისაღებ ჰიპოთეზას წარმოადგენს ის რომ, დასაფლავებულნი არიან ადგილობრივი მართველები, რასაც მიანიშნებს დიდი დასახლების კრაკოვის ახლოს ყოფნა რომელიც ბევრი სპეციალისტის აზრით დედაქალაქი უნდა ყოფილიყო.

ვისლიანელები წყაროებში[რედაქტირება]

მიფოდის ცხოვრების ფრაგმენტი, XII ს. ხელნაწერი "Поганьскъ князь сильнъ вельми сѣдя въ Вислѣ " - ძველ ვერსიაში - Vislěch / въ вислѣхъ)

ისტორიულ წყაროებში ვისლიანები სამჯერ არიან მოხსენებულნი. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ინფორმაცია წმინდა მიფოდის ცხოვრებიდან (ასევე ცნობილი როგორც პანონის ლეგენდა) წინასწარმეტყველება რომლის ავტორიც მიფოდი უნდა იყოს.

მეორე წყარო რომელშიც მოხსენიებულია ვისლიანელები არის ბავარიელი გეოგრაფი, სადაც ავტორი მოიხსენიებს ვისლიანელების ტომს (Vuislane). მესამე წყაროს წარმოადგენს IX საუკუნეში შექმნილი მეფე ალფრედ დიდის მიერ, რომელიც შეიცავს V საუკუნის ამბებს, ვისლის შესახებ რომელიც მორავიის აღმოსავლეთით მდებარეობს და ესაზღვრება დაკიას.

ისტორია[რედაქტირება]

IX საუკუნემდე თითქმის არაფერია ცნობილი ვისლიანების შესახებ. წმინდა მიფოდის ცხოვრებაში, აღწერილია მოვლენები, რომლებსაც ისტორიკოსები ტრადიციულად უკავშირებენ ამ ტომს. ის არ შეიცავს არავითარ ცნობას იმის შესახებ რომ ვისლიანების მიწა შედიოდა დიდი მორავიის შემადგენლობაში, მაგრამ ასეთი თეორია ერთ დროს მეტად პოპულარული იყო. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ამ ჰიპოთეზას ზურგს უმაგრებდა გალიციის სამხრეთში სიმაგრეების დანგრევის კვალი რომელიც IX საუკუნეში თავდასხმების შედეგად ჩნდებოდა. თუმცა ეს არ იყო უტყუარი არგუმენტი რადგან ისინი შეიძლება არა მარტო მორავიის რეიდების გამო დანგრეულოყო.თუმცა მოგვიანებით ასწლეულის ბოლოს 873-885 წწ. დაპყრობილნი იქნენ დიდი მორავიის მეფის სვიატოპოლკ I-ის მიერ და იძულებულნი იყვნენ მიეღოთ ქრისტიანობა.

პოლონელი ისტორიკოსები თვლიან რომ ვისლიანელები იყვნენ ერთერთი ორ ტომთაგანნი რომლებსაც შეეძლოთ პოლონური მიწების გაერთიანება. სიტუაციიდან და გარემოებიდან გამომდინარე ეს პოლიანებმა შეძლეს, თუმცა არაა ცნობილი თუ რა ძალა და შესაძლებლობები ჰქონდათ ვისლიანელებს.

ვისლიანების ყველანაირი (ჰიპოტეტურად) ურთიერთობა დიდ მძლავრ მეზობელთან დამთავრდებოდა მისი დაღუპვით. "სახელმწიფოს" კონსოლიდაციით უახლოეს მომავალში და მათ ახლომახლოს (ხელს არ უშლიდნენ) უნგრელების გამოჩენამ, რომლებიც გამოჩნდნენ ლეძიანების მიწაზე და დაიპყრეს ისინი, სავარაუდოდ ამ ტომის ნაწილი მაინც (მიახლოებით 930-40 წწ. შემდეგ ისინი დაიპყრო კიევის რუსეთმა), ფიქრობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. თომცა, არ არის ცნობილი თუ როგორ ხშირად ესხმოდნენ თავს უნგრელები ვისლიანელებს, მაგრამ მალოპოლსკის ციხე-სიმაგრეების ზოლის ფორმირება მეათე საუკუნეში მეტყველებს რომ ასეთი თავდასხმები სავსებით შესაძლებელი იყო რომ ყოფილიყო. მიახლოებით 995 წლისათვის ჩეხეთის მთავარმა ბოლესლავ I სასტიკმა დაიპყრო ვისლიანები, ამ დროს კრაკოვი საკმაოდ გაძლიერდა და განვითარდა, რასაც მეტყველებს იბრაგიმ იბნ იაკუბის და აბუ აბდულა ალ-ბაქრის ჩანაწერები, სადაც ნათქვამია: "რაც შეეხება ბოლესლავის ქვეყანას, მის სიგრძეზე ქალაქ ფარაგიდან (პრაღა) ქალაქ ტრკვ-ემდე (ზოგჯერ ინტერპრეტირდება როგორც კარაკო ან კრაკოვი) საჭიროა სამი კვირის მგზავრობა. ქალაქინ ფარაგი არის ქვეყნის საქონლის მთავარი წყარო. ისინი აქამდე მოაქვთ სლავებს ქალაქ ტრკვიდან (ანუ კრაკოვიდან?) და რუსოვიიდან."

აქამდე უცნობია საკითხი თუ როგორ მოხვდა, რა მეთოდებით ვისლიანების მიწები პიასტების ხელში. არქეოლოგიური კვლევებმა ვერ იპოვეს რაიმე კვალი ომებისა ამ ტერიტორიებზე - მთელი რიგი ქალაქებისა ხელუხლებელია. X საუკუნეში ვისლიანელების მიწები შეერთებულ იქნა დასავლეთ პოლიანების მიწებთან (თუმცა როგორ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უცნობია) და შეუერთეს პოლონეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Witold Chrzanowski (historyk), Kronika Słowian, tom. I: Rzesza Wielkomorawska i kraj Wiślan, Kraków 2008, ISBN 978-83-7396-702-1

ვიტოლდ ხრზანოვსკი, "სლავების ქრონიკა", ტ.1: დიდი მორავია და ვისლიანების ქვეყანა, კრაკოვი, 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პოლონეთის ქალაქების განვითარება და ვაჭრობა: კრაკოვის ეკონომიკური გეოგრაფია. ფრენსის უ. კარტერი. ფ. 46. 1994. . ლ. ჰაიდუკევიჩი და მ. კარასი. იაგელონის უნივერსიტეტი: ტრადიციები, აწმყო და მომავალი. კრაკოვი 1978, წ. 17.
  2. ემილ საიცი,ვისლიანების განძი - არქეოლოგიური ნაჯახები, კანონიცეს ქუჩა 13-დან, კრაკოვი
  3. ინტერვიუ პროფესორ ვლადისლავ გორცთან: "კრაკოვის ყორღანების საიდუმლოებები"